აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კრემლი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის მოთმინება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიმართ „უსასრულო არ არის“ და თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც ტრამპი მიმდინარე აგრესიისთვის ფასს დააწესებს.
რუბიომ ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა, გაამკაცრა თავისი პოზიცია მოსკოვის მიმართ და თქვა, რომ მისი აზრით, კიევს შეეძლო ყველა ოკუპირებული მიწის დაბრუნება და რომ უკრაინამ ახლავე უნდა იმოქმედოს, რადგან რუსეთი დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამ განცხადებას „დიდი ბიძგი'' უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი თანდათანობით მიხვდა, რომ პუტინი მას ატყუებდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე