მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში იგეგმება, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას - ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელი და გაუგებარია - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, „არასერიოზულ დამოკიდებულებაზე“ მიუთითებს და წარმოადგენს „კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად“.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე