პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

24 სექტემბერი 2025, 12:01 220 ნახვა

4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ანიტა ჰიპერმა სოლიდარობა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების დღეს  რაიმე სახის ძალადობა დაფიქსირდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად ევროკომიასიამაც უნდა გაიზიაროს.

ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა: სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, რომელიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩაში გამოდის".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე