4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ანიტა ჰიპერმა სოლიდარობა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების დღეს რაიმე სახის ძალადობა დაფიქსირდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად ევროკომისიამაც უნდა გაიზიაროს.
ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლება შეშინებულია და ცდილობენ საზოგადოების დაშინებას, თუმცა მათი თქმით, 4 ოქტომბერს ქართული ოცნებისგან სახელმწიფო გათავისუფლდება.
ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა: ''სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, რომელიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩაში გამოდის".
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე