ბალტიისპირეთის ქვეყნებს ევროპაში აშშ-ის ძალების დარჩენის იმედი აქვთ

25 სექტემბერი 2025, 09:13 106 ნახვა

აშშ-ის ბალტიისპირელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი ათასობით ჯარისკაცს შეინარჩუნებს ევროპაში, განსაკუთრებით რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყნებში, თუმცა მათ ჯერ არ მიუღიათ სასურველი გარანტიები - განაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა  მინისტრებმა.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ევროპელი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან ევროპაში დაახლოებით 80 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის შესაძლო შემცირების ვაშინგტონი თანდათანობით აუქმებს რუსეთის საზღვართან მდებარე ევროპული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების სფეროში გარკვეულ დახმარებას.

ცალკე ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ვილნიუსი ასევე წარუდგენს ტრამპის ადმინისტრაციას ყველა არგუმენტს ევროპაში ამერიკული კონტინგენტის  შესანარჩუნებლად.

ლიეტუველი დიპლომატის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული სიგნალები დადებითია და მას ეჭვი არ ეპარება ვაშინგტონის ერთგულებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე