27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში სენიორებსა და იუნიორებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში 57 ქვეყანა და 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
„თბილისი არენაზე“ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები სპორტის მინისტრმა დაათვალიერა.
მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება.
საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე