ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელ მორაგბეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ჩეხეთი 26:7 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, თავი ლუკა ტაბატაძემ, ლუკა წიკლაურმა, ლუკა ჭაკუამ და გოგა უშვერიძემ გამოიჩინეს, რომელთაგან სამი ზუსტად გარდასახეს - ლევან ბუცხრიკიძემ 2 და ერთიც ლუკა ჭაკუამ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანელებმა ნიდერლანდების ნაკრები 52:0 დაამარცხეს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ფინალში 22 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მეშვიდედ შეეცდებიან.