საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან მიხელი მესხზე ორბურთიანი სხვაობით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლენარტ კარლიმ სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 58-ე წუთზე ნიკოლო ტრეზოლდიმ გაზარდა.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მას საბერძნეთი, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია უსწრებენ. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 27 მარტს საქართველოში ლატვიასთან გამართავს.