ბობოყვათის მოსახლეობა ინვესტორის წინააღმდეგ

25 სექტემბერი 2025, 14:12 513 ნახვა

ბობოყვათის და ბათუმის მოსახლეობამ აჭარის მთავრობასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 2006 წლიდან, სხვადასხვა დროს ბობოყვათში 200 ოჯახის მამაპაპისეული, 15 ჰექტრამდე მიწა გადაეცა საინვესტიციოდ, თუმცა ვალდებულები არ შეასრულა. 

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვს, ასევე მოითხოვენ გადაიხედოს ხელშეკრულები და  ვალდებულებაში კომპენსაციის მუხლი ჩაემატოს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობასთან  მსვლელობით მივიდნენ. მათ მთავრობის წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაციები გადასცეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე