4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია - შეფასებები

25 სექტემბერი 2025, 14:18 120 ნახვა

არჩევნების პარალელურად 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

არჩევნებში მონაწილე გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ქართულ ოცნებას მხოლოდ არჩევნების გზით დაამარცხებენ.  მმართველ გუნდში კი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებენ, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. 

ხელისუფლების წევრებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ძალადობის რაიმე ფაქტი დაფიქსირდება, პასუხისმგებლობა გაზიარებული უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას სოლიდარობას უცხადებენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე