სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფმა პირმა ერთ-ერთი ნომრიდან გაისროლა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
„შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, ნომერში ღონისძიების ჩატარება მოხდა და პირი დაკავებულია. როგორც შეტყობინებაში იყო აღნიშნული და სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის, ნომრის, დათვალიერება, ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, არის თუ არა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. ნომერში დაკავებული პიროვნება მარტო იმყოფებოდა“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე