საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს .
სარკოზის თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც პარიზის სასამართლომ ის დამნაშავედ დანაშაულებრივ შეთქმულებაში ცნო, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა.
მედიის ცნობით, პროკურორები სარკოზისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. სარკოზი ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე