ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მასწავლებლებს მიღწეული წარმატება განათლების მინისტრმა მიულოცა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.
დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე