ბათუმის მეორე საჯარო სკოლა 125 წლის გახდა

26 სექტემბერი 2025, 15:04 230 ნახვა

ბათუმის 2-ე საჯარო სკოლა 125 წლისაა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სკოლის ეზოში საზეიმო მიღება გაიმართა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამჟამად 2 160 მოსწავლე სწავლობს. 125 წლის განმავლობაში კი სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა.

სკოლას იუბილე აჭარის განათლების მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, ასევე სკოლის კურსდამთავრებულებმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე სკოლის ისტორიაზე ისაუბრეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. ბათუმის პროფესიული კავშირების ინიციატივით კი სკოლის 8 მასწავლებელი სპეციალური სიგელებით დააჯილდოეს.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოსწავლეების კერამიკული ნამუშევრები და ნახატები დაეთვალიერებინათ.

ასევე გამოფენილი იყო ფიზიკის კლუბის წევრების ნამუშევრები. სკოლა 2025-26 სასწავლო წელს კიდევ არაერთ ღონისძიებას მიუძღვნის საიუბილეო თარიღს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე