აჭყვისთავისა და ჯიხანჯურის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო სოფელ გვარაში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. განხორციელებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
სოფელ გვარას ახალი საბავშვო ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საბავშვო ატრაქციონები და ქვიშის მოედანი.
ობიექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ომარ ასლანიძის სახელობის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლას, რომელიც 400 მოსწავლეზეა გათვლილი.
სასწავლო პროცესი განახლდა სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაშიც, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე