ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები

26 სექტემბერი 2025, 11:59 92 ნახვა

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში მიმდინარეობს 40 900 ჰა ფართობზე.

საველე სამუშაოებში ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორებიც არიან ჩართულები, რომლებიც სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე.

სამუშაოების  დასრულების შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც გაიწერება სატყეო-სამეურნეო ღონისძიება: სანიტარული ჭრები,  ტყის აღდგენის ღონისძიებები და სატყეო  გზების მოწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე