საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“

26 სექტემბერი 2025, 15:04 114 ნახვა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დღეს შუახევში გრძელდება. სოფელ შუბანში, ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საჯარო სკოლამ ფესტივალის მორიგ დღეს უმასპინძლა.

ღონისძიება ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ბევრი რამ ერთად“ პრეზენტაციით დაიწყო. მონაწილეებს საჯარო ლექციებით მიმართეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა.

მოეწყო პოეზიის საათიც.  ფესტივალი საღამოს ხულოში გაგრძელდება. იაპონელი ფილოლოგი ჰაიატე სოტომე ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოვა თემაზე „იაპონელთა თვალით დანახული ქართული ლიტერატურა“.

ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მეცამეტედ ტარდება და 27 სექტემბერს ხულოში ფოლკლორული კონცერტით დასრულდება.

 
 
ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე