წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე მინისტრთან პაატა სალიასთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში მხარდამჭერებს შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი განვითარება, რაც 4 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას თქმით კი, მნიშვნელოვანია გარე ძალებმა, რომელთაც ჰქონდათ ქვეყნის არეულობის მცდელობა, კიდევ ერთხელ დაინახონ ქართველი ხალხის ნება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე