ინდეოთში, ტამილ-ნადუს შტატში მსახიობის, ვიჯაის წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების წინ მსახიობის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. შემთხვევას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე