მოლდოვაში პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა

29 სექტემბერი 2025, 10:19 85 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული პარტია, არჩევნებში, რომელიც მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხმების დათვლის შედეგად ლიდერობს. სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ „რუსეთის ინტენსიური ჩარევის“ შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და რუმინეთის მეზობლად მდებარე მისი ქვეყნის მომავალი სასწორზე იდგა.

სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ ამომრჩეველთა  1.6 მილიონი საარჩევნო ბიულეტენის დათვლის შემდეგ ხმების 50% მოიპოვა, რაც გაცილებით უსწრებს პრორუსულ „პატრიოტულ საარჩევნო ბლოკს“, რომელსაც 25%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ამომრჩეველთა აქტივობა 52%-ზე მეტი იყო, რაც ბოლო წლების მაჩვენებელზე მაღალია.

ოპოზიციის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, იგორ დოდონმა, გამარჯვება შედეგების გამოცხადებამდე გამოაცხადა და მხარდამჭერებს ორშაბათს პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

ოთხი წლის წინ, პრეზიდენტის პარტიამ ხმების 52.8% მოიპოვა და ბოლო შედეგების მიხედვით, ახლა მას 54 მანდატის მიღება შეუძლია.

მთავრობის ფორმირებისთვის სანდუს პარტიას სავარაუდოდ სხვა პარტიების მხარდაჭერა არ დასჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე