კოალიცია ,,ლელო-ძლიერი საქართველოს’’ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი, ,,ქართულ ოცნებას’’ პოლიტიკურ შანტაჟსა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კოალიცია ,,ლელო-ძლიერი საქართველოს’’ წევრებზე, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებზე ძალადობრივი ზეწოლა ხორციელდება.
მისივე მტკიცებით, მათ ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც აქვთ. ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ მასალით დასტურდება, რომ ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად მოხსნა.
საუბარია კარა ორუჯევზე, რომელიც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ირაკლი კუპრაძის თქმით, კანდიდატების მოხსნაში ე.წ. კანონიერი ქურდები არიან ჩართული.
კოალიცია ,,ლელო-ძლიერი საქართველო’’ პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს აკისრებს.
''ქართული ოცნების'' გენერალური მდივანი და მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ''ლელო-ძლიერი საქართველოს'' წევრები რადიკალები და უსამშობლო აგენტურები არიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე