არჩევნებამდე 5 დღით ადრე კვლავ განხილვის საგანია ოპოზიციის გეგმები 4 ოქტომბერს. ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან და მხოლოდ ამ ფორმით ხედავენ ხელისუფლების შეცვლის გზას.
ასევე აცხადებენ, რომ პატივს სცემენ იმ ადამიანების არჩევანს, რომლებიც არჩევნების დღეს აქციაზე შეიკრიბებიან.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დაგეგმილი აქცია გარე ძალებისგან იმართება და ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე