ფესტივალი განდაგანა ბათუმში

23 სექტემბერი 2025, 18:09 16 ნახვა

-ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები მეორე დღეა, აჭარის სოფლებში მოგზაურობენ.

ფესტივალი ,, განდაგანა’’ 2025 წლის სლოგანიც ასეთია, ,,იმოგზაურე აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად’’. სოფლის ტურიზმის  ფესტივალს  წელსაც  ,,გარდენია შევარდნაძის’’ მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული  კუთხე  ამშვენებს.

ევროპის მოედანზე მოსულ სტუმრებს აჭარული- ტრადიციული  კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, ასევე  მეგრული, სვანური და აფხაზური სამზარეულოს გაცნობა.

ტრადიციულად,   ფესტივალის მეორეს დღეს   კულინარიული მასტერკლასები ჩატარდა.  ევროპის მოედანზე  მოწყობილია  საგამოფენო სივრცე , სადაც ადგილობრივი სოფლის ნობათი და ხელნაკეთი ნივთები იყიდება.

რაც შეეხება სოფლის ტურიზმის ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს, 19:00 საათზე  ევროპის მოედანის მთავარ სივრცეს- სცენას  ადგილობრივი და მოწვეული ბენდები დაიკავებენ და სტუმრების განყობაზე სხვადასხვა მუსიკალური ნომრით იზრუნებენ. კონცერტს  ეთნო-ბენდი ,, ბანი’’ დაასრულებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე