“თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ბრიფინგი გამართა. კახა კუკავამ ბრენდირებულ და არა ბრენდირებულ სადგურებზე საწვავზე ფასებში სხვაობაზე გაამახვილა ყურადღება.
კანდიდატმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მის პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამა როგორ უნდა გაიაფდეს საწვავი. მათ შორის კუკავას ინიციატივაა გაიცეს ახალი ნებართვები ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც საწვავს მომხმარებელს საბაზრო და არა მონოპოლიურ ფასში მიაწოდებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე