გავლენიანი ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft-ი საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს აქვეყნებს.
სტატიაში მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირისგან რადიკალურ ცვლილებებს მოელის.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა და ამ რეფორმების შედეგად, როგორც ამბობს საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე.
მიხელ ყაველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები დამყარდა.
სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა არაერთხელ ახსენა ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება.
გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე