მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების, ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე, სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს შეხვედრაზე ,რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილსა და სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტ, ჯოზეფ მილერს შორის შედგა.
აუდიენციისას ასევე განიხილეს ISG-ის პროგრამების ინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. გილდიის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სომელიეთა საერთაშორისო გილდია მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ღვინის შესახებ სასწავლო კურსებს 14 ენაზე ატარებს.
საერთაშორისო სომელიეთა გილდია 1982 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში ღვინის სფეროში წამყვან საგანმანათლებლო სისტემას წარმოადგენს.
ორგანიზაცია 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მისი პროგრამები სომელიეს პროფესიულ მომზადებას, მეღვინეობას, ღვინის ბიზნესის მენეჯმენტს, კულინარიასა და კვებას მოიცავს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე