აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ბავშვთა კიბოს კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს. განცხადების გაკეთების დროს ტრამპთან ოვალურ კაბინეტში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ტრამპმა ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, იგი დააჩქარებს ბავშვთა კიბოს კვლევას და გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის არაჩვეულებრივ პოტენციალს ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
უახლესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩვენ ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს საშუალებას მივცემთ აღმოაჩინონ მკურნალობის ახალი მეთოდები, განკურნების საშუალებები და პრევენციის სტრატეგიები.
ხელოვნურ ინტელექტს ასევე შეუძლია შექმნას რევოლუციური კვლევები და თერაპიები, რაც ყველასთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე