ნადის ტრადიცია აჭარაში

01 ოქტომბერი 2025, 19:55 166 ნახვა

,,ნადის ტრადიცია აჭარაში"- ამ სახელწოდებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა- პერფორმანსი მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ნადის გარემოსთვის დამახასიათებელი ძველი საყოფაცხოვრებო ექსპონატები, ტრადიციული ქსოვილები და ფოტოები გამოიფინა.

ამასთან, მუზეუმის მმართველმა ოთარ გოგოლიშვილმა ნადის ტრადიციის ცნობილ და უცნობ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებმა მატყლის გაჩეჩვისა და ხერტალზე ძაფის დართვის პროცესი უჩვენეს.

აჭარის ხალხური სიმღერის ანსამბლმა ,,ჰანგები"  ნადური სიმღერები შეასრულა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე