იტალიელმა ჩოგბურთელმა, იანიკ სინერმა პეკინის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელმა ამერიკელი ლეარნერ ტიენი ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა. სინერი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ხუთივე მატჩი მოიგო, ეს გამარჯვება მისთვის 2025 წელს უკვე 46-ე იყო.
ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის ტიტულების შემდეგ, ეს მისი მესამე მოგებული შეჯიბრებაა. პეკინის პარალელურად მიმდინარე ტოკიოს ტურნირი კი მსოფლიოს პირველმა ნომერმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა მოიგო.
ჩოგბურთელებმა შანხაიში გადაინაცვლეს, სადაც 1000-ქულიანი მასტერსი მიმდინარეობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე