ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

02 ოქტომბერი 2025, 10:03 89 ნახვა

ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. 

ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე