ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

02 ოქტომბერი 2025, 14:09 92 ნახვა

ქობულეთის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგის მიხედვით ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტში ცვლილების შეტანას შეეხებოდა.

პირველად ვერსიაში კორპუსის 8-სართულის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, თუმცა ობიექტის მეპატრონემ კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რაც ობიექტზე 4-სართულის დამატებას გულისხმობს. დღესვე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ამ მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.

საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად რამდენიმე თვეა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე