ბათუმი - სარფის შემოვლითი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

06 ოქტომბერი 2025, 19:46 7650 ნახვა

ბათუმი-სარფის გზის დაახლოებით 11 კილომეტრიანი ორზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება.

პროექტი საქართველოსა და აზიის  განვითარების ბანკის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდება.

მასშტაბური ინფრასტრუქტული პროექტისთვის საქართველოს - კონტრაქტორმა ბანკმა გრძელვადიანი სესხი გამოუყო, რომლის მოცულობა 306 მილიონ ლარზე მეტია.

ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო საშუალოდ 25-30 წუთით შემცირდება - ხოლო მანძილი 8 კმ-ით დამოკლდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში