რუსული სამხედრო ძალების შეტევა კიევზე - არიან დაშავებულები

10 ოქტომბერი 2025, 09:58 118 ნახვა

რუსული ძალების მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონებით უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა. დარტყმების შედეგად კიევში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან შენობაში ნანგრევების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს.

ამასთან, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე