„ჰამასმა" ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა

10 ოქტომბერი 2025, 09:45 125 ნახვა

„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ჰამასის“ სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიიამ განაცხადა. “გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია”, - განაცხადა ალ-ჰაიიამ.

მისი თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც ისრაელის ციხეებში სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან.

ასევე გათავისუფლდება   1 700 პალესტინელი ღაზიდან - ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული.

ესოშიეითიდ პრესი“  წერს, რომ  ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე