დონალდ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იან ტარიფებს აწესებს

11 ოქტომბერი 2025, 11:41 91 ნახვა

აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ტრამპი წერს, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს.
დონალდ ტრამპის თქმით, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ პრაქტიკულად ყველა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში