უკრაინული მედიის თანახმად, 11 ოქტომბრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ოდესასა და ოდესის რეგიონს მოიერიშე დრონებით შეუტიეს. დაბომბვის შედეგად, დაზიანდა ელექტროსადგურები. ასევე დაზიანდა სამსართულიანი სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი, ორი კერძო სახლი და 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი მინა.
ღამის თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ელექტროენერგიის გარეშე 44 დასახლებული პუნქტი დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ძლიერია, თუმცა არა ფატალური. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას 200-ზე მეტი ობიექტის დაცვა სჭირდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე