ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მასშტაბური შემოწმების დაწყების შესახებ განაცხადა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარსარდლის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მითითებით იქნა მიღებული.
„ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოსაყვანად, კონკრეტულ რაიონებში მათ გადასაყვანად და ბრძანების შესაბამისად დავალებების შესასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ადრე მსგავსი წვრთნები ბელარუსში რუსეთში სამხედრო აქტივობის გაძლიერების პერიოდებში ან რუს ჯარებთან ერთობლივი მანევრების დროს ტარდებოდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე