ესტონეთმა ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა

11 ოქტომბერი 2025, 18:16 122 ნახვა

რუსეთის საეჭვო აქტივობის მიზეზით, ესტონეთმა ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა - ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, 10 ოქტომბერს ესტონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე რუსეთის ჩვეულებრივზე დიდი სამხედრო შენაერთი დააფიქსირეს.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი „მიგ-31“ ესტონეთის თანხმობის გარეშე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე