თბილისის ყინულის არენაზე ისტორიაში პირველად „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი ,,თრიალეთის თასი” მოეწყო ტურნირში მონაწილეობა 27 ქვეყნის 98 მოციგურავემ მიიღო. საქართველოს ნაკრებმა ,,ჩელენჯერის” სერიაზე ყველა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.
მამაკაცებს შორის პირველი ადგილი ნიკა ეგაძეს ერგო, სპორტულ წყვილებში პირველობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა არავის დაუთმო, ქალებს შორის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა გახდა, სპორტულ ცეკვებში კი ოქროს მედალი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მოიპოვა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე