საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 26:24 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მელიქიძემ ითამაშა, რომელმაც ამ მატჩში ლელო დადო, სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ქართველის თამაში 7.5 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„ლა როშელის“ შემადგენლობაში ერთი ლელო დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე