ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ვიზიტით საქართველოში ჩამოვა

13 ოქტომბერი 2025, 14:49 106 ნახვა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.

დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეუთო-ს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა.

განცხადების თანახმად, საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, ძირითადი აქცენტით ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე