იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
ასევე, არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე