საოლქო-საარჩევნო კომისიებმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს | ხელვაჩაური

15 ოქტომბერი 2025, 14:08 167 ნახვა

ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამაც შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა და ცესკოში გადააგზავნა. საბოლოო მონაცემებით არჩევნებში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, მოქმედმა მერმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მმართველმა პარტიამ ასევე უმრავლესობა მოიპოვა  საკრებულოში.

26 წევრიან შემადგენლობაში ქართულ ოცნებას პროპორციული სიით 13 კაცი ეყოლება, ხოლო თითო მანდატი მოიპოვეს „ძლიერი საქართველო ლელოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, 11-ვე ოლქში ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი სახელისუფლებო გუნდის კანდიდატებს დაუჭირა.

შესაბამისად ხელვაჩაურის საკრებულოში უმრავლესობით, 24-ი წევრით ქართული ოცნება იქნება წარმოდგენილი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში