ვენეციის კომისია "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონზე, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.
კერძოდ, საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონზე.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღინიშნება, ყველა მათგანი მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას.
ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე