დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება. თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტების შეხვედრამდე ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრები შეხვდებიან.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე პუტინთან სატელეფონო საუბრის რამდენიმე საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან პირადი ურთიერთობის გამო რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება უფრო ადვილი ეგონა.
დაამატა, რომ უფრო თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე