უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ჩავიდა

17 ოქტომბერი 2025, 10:50 119 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

„უკვე ვაშინგტონში ვარ. შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან - ძლიერი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას'' - დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელიც წარმატებული იყო ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში