ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა

18 ოქტომბერი 2025, 11:31 90 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალები შეაჯამა. აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა, რომელსაც შეერთებული შტატები არ ეწინააღმდეგება. 

შეკითხვაზე, კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ვენდობით შეერთებულ შტატებს. ჩვენ ვენდობით პრეზიდენტს, რომ მას სურს ამ ომის დასრულება“. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების საკითხი, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ ამაზე აღარ ისაუბრებენ.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში