რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტია

19 ოქტომბერი 2025, 12:03 110 ნახვა

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში.  19 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 62 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია - აქედან უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 40 სამიზნე ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.  დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმების შედეგად, სინელნიკოვსკის რაიონის შახტარსკის თემში 10 ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძარი.  ბინები დაიწვა სამ მაღალსართულიან შენობაში. საჰაერო შეტევა განცორციელდა  მეჟევსკაიას რაიონში. ნიკოლაევში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. პარალელურად, გუშინ ღამით უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოსექტორის ორ სტრატეგიულ ობიექტზე მიიტანეს იერიში - ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ და სამარის ოლქის ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში