შეთანხმება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე

19 ოქტომბერი 2025, 12:06 121 ნახვა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, ელექტროქსელების რემონტის მიზნით. ამ ცნობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

შეთანხმების შედეგად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით,  ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში იყო დარჩენილი გარე ელექტროენერგიის გარეშე და მას ენერგიას დიზელზე მომუშავე გენერატორებით აწვდიდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში