საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც ჩვვენმა გუნდმა 3:2 მოიგო, მეორე შეხვედრაც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
ყირგიზეთის ნაკრებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ჩიმაკაძის და გაბრიჩიძის გოლებით ანგარიში გაათანაბრა. ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს, კაუნასში შედგება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე